ინკლუზია

თემა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

თვითრეალიზაცია

ნებისმიერ ადამიანს აქვს თვითრეალიზაციის უფლება. თუ ადამიანი არაა ტვითრეალიზებული, მის ცხოვრებას აზრი ეკარგება, არაა დარწმუნებული საკუთარ თავში და ამიტომ ვერ ეგუება საზოგადოების სხვა წევრებს. საზოგადოება ვალდებულია მისცეს ნებისმიერ ადამიანს (მიუხედავად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა და სხვა ფაქტორების) თვითგამოხატვის საშუალება, რადგან ადამიანი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა მოქმედებს.

ამაზეა ეს არაჩვეულებრივი ფილმი

The Butterfly Circus

ანიმალოთერაპიის ტიპები

იპოთერაპია – ურთიერთობა ცხენებთან, ცხენით ჯირითიც იპოთერაპიას განეკუთვნება. იპოთერაპია ძალიან ეფექტური მკურნალია და იგი ენიშნაბათ ისეთი დაავადების მქონე პაციენტებს როგორიცაა, სქოლიოზი, ატეროსკლეროზი, გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვა მრავალი. საკმარისია მხოლოდ 20 წუთი ცხენზე ჯირითი, რომ მოიშოროთ დეპრესია.

კანისთერაპია – მკურნალობაში გამოიყენება ძაღლები. ამ ტიპის ანიმალოთერაპია გამოიყენება იმ ხალხის სამკურნალოდ, რომლებიც ცოტას მოძრაობენ. ყოველდღიური ძაღლის გასეირნება ამცირებს სისხლძარღვებისა და გულის დაავადებების რისკს. ურთიერთობა ძაღლთან ხდის ადამიანს (ბავშვს) მეტად კომუნიკაბელურს. ეს მეთოდი ასევე ეფექტურია ნერვოზის დროსაც.

პაციენტებთან დაიშვებიან მხოლოდ მშვიდი და “ზრდილი”  და არა -აგრესიული ძაღლები.

ფელინაროთერაპია – ეს არის მეთოდი კატებით მკურნალობის. კატებს გააჩნიათ ყველაზე ძლიერი ბიოველი, ისინი შინაური “ექსტრასენსები” არიან. ალბათ გაგიგიათ რაიმე მონაყოლი, როგორ უმკურნალა კატამ თავის პატრონს – წვებოდა დაავადებულ ადგილზე და ტკივილი ქრებოდა. კატები ამშივიდებენ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაწევას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, მკურნალობენ ანთებით დაავადებებს  და აშორებენ თავის ტკივილს. ძვლებს მოტეხილობის შემთხვევაში, კატის კრუტუნი ყველაზე სწაფად ახორცებს მათ!!!


დელფინოთრაპია – როგორც მიხვდით, ეს არის ურთიერთბა დელფინებთან. ეს ხსნის პაციენტის ფსიქიკურ დაძაბულობას. ანიმალოთერაპიის ეს ტიპი დაგეხმარებათ გადაიტანო გარკვეული პერიოდი, რაიმე ფსიქიკური ტრამვის შემდეგ, ან ძლიერი სტრესი. დელფინთა პაციენტებად ითვლებიან ბავშვები, რომლებიც დაავადებულნი არიან აუტიზმით და ოლიგოფრენიის დაავადებებით. ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც. დელფინებთან ურთიერთობის შემდეგ ადამიანებს უვითარდებათ არასტანდარტული, ხელოვნური ხედვა, ასევე აქტიურდება ინტუიციაც.

ანიმალოთერაპია

                                      ანიმალოთერაპიის მოკლე მიმოხილვა

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანმა იცოდა ცხოველის სასარგებლო თვისებების შეასხებ. ძველი ბერძნები  იყენებდნენ ძაღლებს სიცხის სამკურნალოდ, ძველ ეგვიპტეში – იყენებდნენ კატებს იმავე მიზნებისთვის, ხოლო ინდიელები ისმენდნენ ჩიტების ჭიკჭიკს. ჰიპოკრატე თავის ნამუშევრებში ახსენებდა ცხენზე ჯირითობის სარგებელს.

მე-20 საუკუნეში დაიწყო ანიმალოთერაპიის “დაბადება”. მეცნიერებმა დაიწყეს მრავალი ფაქტის შესწავლა, დაიწყო მთელი ინსტიტუტების შექმნა, იმართებოდა სემინარები და კონფერენციები. საბავშო ფსიქიატრებმა კი 60-იან წლებში დაიწყეს ძაღლის გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის!

  გაინტერესებთ ჯანმრთელობისათვის რა სარგებელი მოაქვს ცხოველს?

პირველ რიგში, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მარტო, შინაური ცხოველის აყვანისას ერთგვარად აგვარებს მარტოობის პრობლემას. დამეთანხმეთ, რომ სასიამოვნოა, როდესაც სახლში მოდიხარ და ხედავ სიხარულით აღსავსე ცხოველს, რომელიც ბედნიერია შენი ნახვით.  გრძნობ, რომ შენ ვიღაცას სჭირდები და მთელი დღე გელოდა! ხშირად ცხოველებთან ურთიერთობა ავსებს ხალხთან ურთიერთობის ნაკლებობას.

მეორე, ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან გვაძლევს დადებით ემოციებს და ხასიათს გვიკეთებს. ჩვენ ვდუნდებით და ვამჩნევთ, რომ ნელ-ნელა გვშორდება სტრესი ან დეპრესია.

მესამეც, ეს ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან ეხმარება მათ განვითარებას, ასწავლის მათ სიკეთეს და სძენს პასუხისმგებლობას. შინაური ცხოველებს ასევე შეუძლიათ გახდნენ ბავშვების ნამდვილი და საუკეთსო მეგობრები, განსაკუთრებით თუ ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვია!

სმენის დაქვეითება

 
            სმენასთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა არსებობს. ადამიანს შეიძლება სმენა ჰქინდეს დაქვეითებილი ან საერთოდ არ ესმიდეს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება?
– სმენანაკლულობა მემკვიდრეობითაც გადაეცემა. თუ დედა, მამა, ორივე მათგანი ან რომელიმე სისხლით ნათესავი დაბადებიდან ყრუა, სმენანაკლული ბავშვის დაბადების რისკი შედარებით მაღალია. მემკვიდრეობით გადაეცემა ასაკთან ერთად სმენის დაქვეითების ტენდენციაც.
დაბადებამდე ან დაბადების დროს სმენის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა:
. დღენაკლულობამ;
. ნაყოფის ჰიპოქსიამ (ჟანგბადის ნაკლებობამ) მშობიარობის დროს;
. ორსულობის დროს გადატანილმა წითურამ, სიფილისმა და ზოგიერთმა სხვა ინფექციამ (ციტომეგალოვირუსმა, ტოქსოპლაზმამ, ჰერპესმა);
. ორსულობის დროს ოტოტოქსიკური მედიკამენტების გამოყენებამ. ამ ჯგუფში 130-ზე მეტი წამალი (მაგალითად, ანტიბიოტიკი გენტამიცინი) შედის.  თითოეული მათგანის მიზანშეუწონელმა ან არაზუსტად შერჩეული დოზით დანიშვნამ შესაძლოა სმენის ნერვის დაზიანება გამოიწვიოს. ასეთი ზემოქმედებისგან არც ერთი ასაკის ადამიანი არ არის დაზღვეული;
. რეზუსშეუთავსებლობამ დედასა და ნაყოფს შორის.
დაბადების შემდეგ სმენის დაქვეითების მიზეზად შესაძლოა იქცეს:
. ინფექციური დაავადება, კერძოდ, მენინგიტი, წითელა, ყბაყურა, ყურის ქრონიკული ინფექცია;
. თავის ან ყურის ტრავმა;
. გარეთა სასმენ არხში გოგირდის დაგროვება ან უცხო სხეულის მოხვედრა;
. ხმაური.
. სროლა, აფეთქება. ამ დროს ხმასთან ერთად დამაზიანებელ გავლენას ახდენს ბაროტრავმაც (ჰაერის ტალღის ძალა).

როგორ მკურნალობენ სმენანაკლულობას?
– ნეიროსენსორული სმენანაკლულობისას სმენის კორექცია სასმენი აპარატითა და კოხლეარული იმპლანტატით არის შესაძლებელი. პირველი ბგერებს აძლიერებს, მეორე კი სმენის ნერვს ლოკოკინას გვერდის ავლით აწვდის იმპულსებს.

რაც შეეხება სმენის უქონლობას , ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანს საერთოდ არ ესმის იგივე მიზეზების გამო, რაც სმენადაქვეითებულ ადამიანს .ასეთ მდგომარეობას ჰქვია სიყრუე რასაც თავისთავად თან ახლავს სიმუნჯე. თუ ადამიანს არ ესმის ე.ი. ის ვერ მეტყველებს და ხდება ყრუ–მუნჯი. მისი გაუმჯობესების გზა არ არსებობს.

 

მხედველობის დაქვეითება

მხედველობა არის ის ძირითადი გზა ადამიანისათვის, რომლის გარეშეც ურთიერთობა მისთვის მეტად პრობლემურია. სიბრმავის მიზეზი შესაძლოა იყოს ტრავმა, ქიმიური დამწვრობა, ჰემოფთალმი,რომელიც აზიანებს რქოვანას და თვალის სხვა ნაწილებს. მისი მტრებია ულტრაიისფერი მზის სხივები,ალკოჰოლი,თამბაქო, ძილის უკმარისობა და ა.შ. ზოგჯერ თვალი ჯანსაღია, მაგრამ ქალა-ტვინის ტრავმის, სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლის გამო ზიანდება კეფის არეში მხედველობის ანალიზატორის ცენტრალური, ქერქული წარმომადგენლობა და ადამიანი ვეღარ ხედავს. არსებობს გენეტიკური, ქრომოსომული დაავადებები, რომელთა გამოც ადამიანი დაბადებიდან უსინათლოა. აღსანიშნავია აგრეთვე ინფექციური დაავადებები, რომლებიც მხედველობის ნერვის ნევრიტს იწვევს. მხედველობის ნერვის დაზიანება იწვევს სიბრმავეს. ამ დროს გუგის პირდაპირი რეფლექსი სინათლეზე ისპობა, ხოლო გუგის შეუღლებული რეაქცია შენარჩუნებულია, ესე იგი სინათლეზე საღი თვალის გუგის რეაქცია მსგავს რეაქციას იწვევს დაბრმავებულ თვალშიც. ინფექციური დაავადებებიდან უნდა გამოიყოს წითურა, რომელიც გართულების სახით ზოგჯერ სიბრმავეს იწვევს. ნაწილობრივ სიბრმავეს (ანუ მხედველობის დაქვეითებას) ამბლიოპია ეწოდება, მხედველობის სრულ დაკარგვას კი ამავროზი

ადამიანი ორი თვალით, ესე იგი ბინოკულარულად ხედავს, რაც საშუალებას აძლევს, აღიქვას გარესამყარო რელიეფურად, განსაზღვროს საგნების ურთიერთგანლაგება, მათი ფერი, მოცულობა, იმსჯელოს მათ დაშორებაზე. მხედველობის ანალიზატორის ცალკეული ნაწილების დაზიანება მხედველობის სხვადასხვაგვარ დარღვევას განაპირობებს: მხედველობის დაბინდვას, გაორებას, სიმახვილის დაქვეითებას, მხედველობის ველის შემცირებას, ფერადი მხედველობის მოშლას, სიბრმავეს.

იმისათვის რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს მხედველობას აუცილებელია ავერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, რომელიც პირველი მტერია მხედველობის..


ADHD (attention deficit hyperactivity disorder)

ჰიპერაქტივობის სინდრომი -წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების (ნეირობიოლოგიური) დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთობას რომელიც მოიცავს:

  • ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს  (უყურადღებობა გაფანტულობა)
  • იმპულსურობას  (იმპულსური ქცევის შეჩერების და გაკონტროლების სირთულე)
  • ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბე)

ამას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიული დაბალი აკადემიური მოსწრება, დავალებებისაგან თავის დაღწევა. ვლინდება ადრეულ ასაკში. ხშირია ბიჭებში.

მახასიათებლები-მიუხედავად იმისა რომ ჰიპერაქტიური ბავშვები  მრავალ განსხვავებულ სიმპტომებს ამჟღავნებენ, მათთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია უყურადღებობა, იოლი გადართვადობა, იმპულსურობა, დეზორგანიზებულობა, ჰიპერაქტივობა.  მათ ძირითადად შემდეგნაირად აღწერენ:

  • ხტება ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე, არ ამთავრებს დაწყებულს.
  • ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ უსმენს, რასაც სხვები ამბობენ.
  • ადვილად ეფანტება ყურადღება.
  • უჭირს კონცენტრაცია დავალებებზე, რომლებიც არ აინტერესებს,  მაგ. საშინაო დავალება, მაგრამ შეუძლია საათობით უყუროს ტელევიზორს ან ითამაშოს კომპიუტერზე.
  • ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას.
  • ხშირად იცვლის საქმიანობას.
  • უჭირს ინსტრუქციის შესრულება.
  • საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.
  • ხშირად კარგავს ნივთებს.
  • არ შეუძლია ლოდინი.
  • ვერ ემორჩილება განრიგს.
  • უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა.
  • ხელების და ფეხების მოუსვენარი მოძრაობა, ცქმუტავს სკამზე
  • ჭარბი სირბილი, მოუსვენრობა.
  • უჭირს წყნარად თამაში, საკუთარი ჯერის დალოდება.
  • ყოველთვის მზადაა გასაქცევად.
  • ხშირად, უმიზეზოდ სტოვებს მერხს, საკლასო ოთახს.
  • არ ფიქრობს, სანამ რამეს გააკეთებს, მოქმედებს დაუფიქრებლად.
  • ერევა სხვის ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თამაშის პროცესში.
  • ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს.
  • ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე.
  • ზოგ შემთხვევაში აგრესიულია და შემტევი.

ამ ბავშვებს უჭირთ სკოლაში სწავლა, აქვთ სოციალური და ემოციური ადაპტაციის პრობლემები, რამეთუ ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან მარცხისა და წარუმატებლობის მიმართ ორ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში – სკოლასა და ურთიერთობებში.

სასურველია მასწავლებლის ინფორმირება იმის შესახებ რომ ბავშვი არის ჰიპერაქტიური, საჭიროა მშობლის ბავშვის მიმართ მხარდაჭერა. მშობლებისთვის ბავშვის ქცევის მართვის ტექნიკების სწავლება, ბავშვის სპეციფიურ მოთხოვნებზე აგებული შესაბამისი სასწავლო პროგრამები და მედიკამენტების მიღება, საგრძნობლად ამცირებს ADHD-ის სიმპტომებს. ADHD სინდრომის მქონე ადამიანების 90%-ს  ენიშნებათ მედიკამენტოზური მკურნალობა ამ დროს ადამიანები მეტ ყურადღებას აქცევენ კონკრეტულ დავალებებს, მცირდება აგრესიულობა, გაუთავებელი მოძრაობები, უმჯობესდება სოციალური ურთიერთობების დამარების უნარი, თუმცა ამ წამლების მიღება ზოგ ადამიანში უკუჩვენებებსაც იწვევს.  გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანია ქცევითი თერაპია და ფსიქოლოგიური პროგრამები, მიმართული ბავშვის ქცევის კონტროლის და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებაზე

ცერებრალური დამბლა


ცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით, რომელიც ვლინდება ადრეულ ასაკში და ახასიათებს მოძრაობების შეზღუდვა: დამბლა, კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, უნებლიე მოძრაობები.

ცერებრალური დამბლის დროს თავის ტვინში არსებული დაზიანებები აისახება კიდურების , თავის, კისრის ან სხეულის კუნთების ნორმალური აქტიურობის დარღვევაში.

სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე და მერყეობს სუსტი, მცირედ გამოხატულიდან ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ცერებრალურ დამბლას შეიძლება თან ახლდეს ეპილეპსიური გულყრები, ინტელექტუალური განვითარებისა და მეტყველების დარღვევები. ხანდახან თან ახლავს მხედველობის და სმენის დაქვეითება.

ცდ-ით დაავადებული ბავშვები ხშირად ტოვებენ ინტელექტუალურად შეზღუდულის შთაბეჭდილებას, რაც ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს. დაავადება არ გადადის მემკვიდრეობით, არ პროგრესირებს და არის სტატიური. ცერებრალური დამბლა არ არის პაციენტის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი,მაგრამ მოქმედებს ცხოვრების ხანგრძლივობაზე. მკურნალობის სპეციფიური თერაპია არ არსებობს.

ფორმები

  • სპასტიური – კუნთების ტონუსის მომატება,რომლის გამოვლინებაც მცირდება განმეორებითი მოძრაობებით;
  • ატეტოზი – მუდმივი უნებლიე მოძრაობები;
  • რიგიდული – მკვრივი, დაჭიმული კუნთები, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება პასიურ მოძრაობებს
  • ატაქსია – წონასწორობის დარღვევა ხშირი წაქცევებით;
  • კიდურების (კანკალი) ტრემორი

სიმპტომების ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს:

  • მონოპარეზი (ერთი კიდურის ჩათრევით)
  • ჰემიპარეზი ( სხეულის ერთი მხარის ზედა და ქვედა კიდურის მთლიანი ან ნაწილობრივი ჩათრევით)
  • პარაპარეზი (ზედა ორივე ან ქვედა ორივე კიდურის ჩათრევით)
  • ტეტრაპარეზი (ოთხივე კიდურის ნაწილობრივი ან მთლიანი ჩათრევით)
  • ატონიურ-ასტატისებური ფორმა (სხეულის დამოურჩილებლობა)
  • შერეული
  • ჰიპერკინეტიკური ფორმა

აუტიზმი

აუტიზმი- თავის ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური  დარღვევა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. აუტიზმის მქონე ადამიანებს დარღვევები აქვთ სოციალური უნარების, მეტყველებისა და ქცევის განვითარებაში. ისინი ამბობენ რომ სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა. უჭირთ საზოგადოების წევრებთან ურთიერთობა, არ არიან ყოველდღიურ აქტიურ ცხოვრებაში ჩართულნი.

გამომწვევი მიზეზები- ზუსტი მიზეზის დადგენას ჯერ კიდევ ცდილობენ თუმცა, კვლევების მიხედვით დადგენილია რომ გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა ერთად შეიძლება გამოიწვიოს ტვინის განვითარების ცვლილება.

მახასიათებლები- ხშირია მამაკაცებში. ყველა ადამიანში სხადასხვაგვარად ვლინდება ეს დაავადება, მაგრამ აღსანიშნავია სამი მთავარი პრობლემა რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს

  • რუტინის სიყვარული
  • მომატებული მგრძნობელობა
  • განსაკუთრებული ინტერესები
  • შემეცნების დაქვეითებული უნარი

რუტინის სიყვარული- აუტიზმის მქონე ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ურჩევნიათ აკეთონ ყოველდღე  ერთი და იგივე, რათა იცოდნენ რა არის მოსალოდნელი მეორე დღეს. უჭირთ ცვლილებებთან შეგუება.

მომატებული მგრძნობელობა- აუტიზმით დაავადებულებს შეიძლება მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებოდეთ, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ერთი ან რამდენიმე გრძნობის -მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხებისა ან გემოს შეგრძნების მხრივ. პიროვნების შეგრძნებები ან ძალიან მძაფრია ან არა. ამ დროს უჭირთ საკუთარი სხეულის შეცნობა.

განსაკუთრებული ინტერესები- ბევრ აუტიზმით დაავადებულს აქვს განსაკუთრებული ინტერესი რაღაცის მიმართ, ხშირ შემთხვევაში ძალიან ადრეული ასაკიდან. მათ ინტერესებს სჭირდებათ ხელის შეწყობა და გეზის მიცემა.

ამჟამად აუტიზმის „წამალი’’ არ არსებობს თუმცა არსებობს ინტერვენციათა მთელი რიგი და სწავლა-განვითარების ხელშემწყობი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ადამიენების განვითარების დახმარება.

დაუნის სინდრომი

ჯონ ლონგდონ დაუნის დამსახურება, იმაში მდგომარეობს რომ მან არამხოლოდ             აღწერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნიშან-თვისებები, არამედ, ამასთანავე  განასხვავა ამ ტიპის ბავშვები გონებრივი ჩამორჩენილობის სხვა   ფორმების, კერძოდ კი, კრეტინიზმის (ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი დარღვევა) მქონე ბავშვებისაგან. ამგავარდ, დაუნის ნაშრომი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მან დაადგინა სინდრომის ფიზიკური ნიშნები და აღნუსხა იგი, როგორც გარკვეული, დამოუკიდებელი დარღვევა.

დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდებოდა დასხივება, წამლების გადაჭარბებული დოზით მიღება; სპერმიციდებისა და სპეციფიკური ვირუსული ინფექციები, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ ამ ფაქტორთაგან ზოგიერთმა გამოიწვიოს ქრომოსომული დარღვევები, არ არსებობს პირდაპირი კორელაცია ამ ფაქტორებსა და დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას შორის. ამასთან კარგად არის ცნობილი, რომ დაუნის სინდრომი უკავშირდება დედის ხანდაზმულობას, ანუ რაც უფრო ასაკოვანია დედა, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ მას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გაუჩნდება.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს 46-ის ნაცვლად 47 ქრომისომა აქვთ, ასეთ ბავშვებს აქვთ ზედმეტი 21-ე ქრომოსომა (ნაცვლად ორისა, სამი), რასაც ტრისომია  21 უწოდეს, უფრო მოგიანებით კი გაირკვა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ზოგიერთ ინდივიდებს ახასიათებთ სხვა სახის ქრომოსომული დარღვევები- ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დაახლოებით 95%  ტრისომია 21 ახასიათებთ.

ტრანსლოკაცია ახასიათებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების 3-4% ს, ტრანსლოკაციისას დამატებითი 21-ე ქრომოსომა ებმის სხვა ქრომოსომას, რის შედეგადაც თითოეულ უჯრედში 46 ქრომოსომა აღმოჩნდება, და მაინც თითოეულ  უჯრედში სამი 21-ე ქრომოსომაა; თუმცა  ტარნსლოკაციისას მესამე 21-ე ქრომოსომა არ არის თავისუფალი და მიბმულია ანუ ტრანსლოცირებულია  მე-14, 21-ე ან 22-ე ქრომოსომაზე, იშვიათად სხვა ქრომოსომებზეც.

მოზაიციზმი  ყველაზე იშვიათია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში, ის მხოლოდ 1 % ს აღენიშნება. როდესაც ბავშვი იბადება, მისი ზოგიერთი  უჯრედი 47 ქრომოსომას შეიცავს , ზოგიერთი კი ქრომოსომების ნორმალურ რაოდენობას 46-ს, ეს მოზაიკის მსგავს სურათს წარმოქმნის, რასაც ასახავს კიდეც ტერმინი მოზაიციზმი. მოზაიციზმის ფორმის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან დარღვევის სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული და საშუალოდ, მათი ინტელექტის დონე მაღალია, ტრისომია 21-ის მქონე ბავშვებთან  შედარებით.

მიუხედავად იმისა თუ რა ტიპისაა ქრომოსომული აბერაცია  დღემდე მსჯელობისა და შესწავლის საგანია თუ  როგორ განაპირობებს სამი 21-ე ქრომოსომის არსებობა შეზღუდულ ინტელექტუალურ ფუნქციობას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმრავლესობაში, 2000 წლის მაისში საბოლოოდ დაადგინეს 21-ე ქრომოსომის დნმ-ში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, ამჟამად ბევრი მეცნიერი შეისწავლის 21-ე ქრომოსომის გენებსა და მათ მოქმედებას.

ძალიან ხშირად დედებს ჰგონიათ, რომ მათმა არასწორმა ქცევამ ფეხმძიმობის დროს განაპირობა ბავშვში დაუნის სინდრომის ჩამოყალიბება. სინამდვილეში სპერმა ან კვერცხუჯრედი განაყოფიერებამდე უკვე შეიცავს ზედმეტ 21-ე ქრომოსომას. ასე, რომ ანომალია ვერ იქნება შედეგი დედის არასწორი ქმედებისა ფეხმძიმობის პერიოდში.

ბავშვობისა და მოზარდობის სამედიცინო პრობლემები 

ზოგიერთი სამედიცინო ლიტერატურის თანახმად , დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად ემართებათ სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები, ამასთან  უფრო ხშირად ,მათ ვისაც გულის თანდაყოლილი დაავადებები გააჩნიათ, გარდა ამისა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში, ადრეულ ასაკში, ყურის ინფექციებია გავრცელებული. ზოგ მოზარდს აღენიშნება განმეორებითი ხასიათის მქონე კანის ინფექციები, ძირითადად ბარძაყისა და  დუნდულის კუნთზე. ინფექციას , ჩვეულებრივ, სპობს შესაბამისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით.

კვებასთან დაკავშირებული პრობლემები

ჩვილობის ასაკში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში აღინიშნება კვებასთან დაკავშირებული პრობლემები და არასაკმარისი მატება  წონაში. ასეთი ვითარება განსაკუთრებით დამახასიათებელია გულის თანდაყოლილი დაავადების მძიმე შემთხვევებისათვის. შესაბამისად , შესაძლოა მოხდეს შეფერხება ზრდასა და წონის მატებაში. გულის თანდაყოლილი დაავადებების მქონე ბავშვებს სჭირდებათ დამატებითი კალორიების მიღება, რასაც უზრუნველყოფს საკვები რაციონის გაზრდა, ხშირი კვება და რაციონში ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი დანამატების შემოტანა. გულის თანდაყოლილი მანკის გამოსწორების შემდეგ, ბავშვები, ჩვეულებრივ, ნორმალურად იწყებენ წონაში მატებას.

ამავე დროს დაუნის სინდრომის მქონე მრავალ მოზარდს და ზრდასრულს ჭარბი წონა აღენიშნება,რაც ალბათ გამოწვეულია დაბალი ფიზიკური აქტივობით, ჭარბი კვებითა და ენერგიის არასაკმარისი ხარჯვით. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ნიცთიერებათა ცვლის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, აქედან გამომდინარე მათ ესაჭიროებათ 10%-20%-ით ნაკლები კალორია ვიდრე იგივე წონისა და სიმაღლის მქონე სხვა ბავშვებს. ჭარბი წონისა და მასთან დაკავაშირებული მრავალი პრობლემის თავიდან ასაცილებლად მშობლებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია დაბალანსებული დიეტის ძირითადი ელემენტების შესახებ. ისინი უნდა ერიდონ ბავშვისთვის ზედმეტი კალორიის მიცემას და ხელი შეუწყონ ბავშვის ფიზიკურ აქტივობას.

გულყრები 

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების  8%-ს სხვადასხვა სახის გულყრები შეიძლება ჰქონდეს. გულყრების კონკრეტული ფორმაა ე.წ ჩვილობის პერიოდის სპაზმები, რომლებიც 5-10 თვის ბავშვებს აღენიშნებათ და რომელსაც ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით მუკრნალობენ, რაც ხშირად ეფექტურია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან. გულყრის სხვა ფორმებია ტონურ -კლონური და რთული გულყრები, რაც ზოგჯერ თავს იჩენს ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. ძალზედ მნიშვნელოვანია  დადგინდეს გულყრის კონკრეტული ფორმა და სასწრაფოდ დავიწყოთ მკურნალობა შესაბამისი პრეპარატით.

ძილის აპნოე

ძილის აპნოეს გაჩენას ძირითადად განაპირობებს ყელის უკანა მხარეს სასუნთქი გზის გადაკეტვა, რაც თავის მხრივ, ხშირად გამოწვეულია ტონზილებითა და ადენოიდებით, ყელის სივიწროვით, ან  ჭარბი წონის მქონე ადამიანებთან, ცხიმოვანი ქსოვილის დიდი ოდენობით. ძილის აპნოეს მქონე ბავშვები ხშირად ხმაურიანად სუნთქავენ, ხვრინავენ, ძილისას აღენიშნებათ სუნთქვის შეკავების ხანმოკლე ეპიზოდები, დღისით ახასიათებთ  ძილიანობა და ყურადღების სუსტი კონცენტრაცია. ძილის აპნოემ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში  ჟანგბადის შემცველობის შემცირება. რაც უარყოფითად იმოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე. თუ ძილია აპნოეს გაჩენის მიზეზი ზედა სასუნთქი გზის გადაკეტვაა, ხშირად მისი მკურნალობა- დიდი ზომის ტონზილებისა და ადენოიდების მოორება ქირურგიული ჩარევის გზით, ძილისას ჰაერის ნაკადის წნევის გამოყენება და სხვა პროცედურები- სასურველ შედეგს იძლევა.

მხედველობის დარღვევები

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ მხედველობის დარღვევები. დაახლოებით 40 % ახლომხედველია და 20 % შორსმხედველი. ზოგიერთს აღენიშნება საცრემლე მილის ბლოკირება, ხოლო ბევრ მათგანს სიელმე, ქუთუთოს კიდის ანთება „ბლეფარიტი“ ასევე , ზოგჯერ თვალის სწრაფი მოძრაობები „ ნისტაგმი“, ზემოთ აღნიშნულ თანდაყოლილი კატარაქტად გარდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება კატარაქტა ზრდასრულ ასაკშიც ჩამოუყალიბდეთ. რქოვანას დაზიანება თავს იჩენს დაუნის სინდრომის მქონე პირების დაახლოებით 2% -5%- თან.

იმის გამო, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში  ხშირია თვალის დისფუნქცია მათ რეგულარული შემოწმება უნდა გაირონ, პედიატრ-ოფთალმოლოგთან. ნორმალური მხედველობა ნებისმიერი ბავშვისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ბავშვს გონებრივი ჩამორჩენილობა ახასიათებს, როგორც ეს უმეტესად დაუნის სინდრომის არსებობის შემთხვევაში ხდება, დამატებითი სესნსორული დარღვევა კიდევ უფრო ზღუდავს ბავშვის შესაძლებლობებს და ხელს უშლის სწავლის პროცესში მის ჩართვას.

სმენითი დარღვევები

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმრავლესობას მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სმენითი დარღვევები აქვს. რაც გამოწვეულია სასმენ მილებში ყურის გოგირდის ჭარბი ოდენობით არსებობით, ყურის ხშირი იფექციით, შუა ყურში სითხის დაგროვებით ან შუა ყურის მცირე ძვლების, რომლებიც ბგერას ყურის აპკიდან შიდა ყურს გადასცემენ, ანომალიურ ფორმით. ზოგჯერ, დახშობის გამო, შემცირებულია ან ბლოკირებულია სითხის დრენაჟი შუა ყურიდან ყელში, რაც ზედა სასუნთქი გზების ინფეციის, დიდი ზომის ადენოიდების  არსებობის ან  ევსტაქის  მილის (აკავშირებს ყელს შუა ყურთან) დისფუნქციის შედეგად ვითარდება.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ შემოწმება. თუ სმენითი დარღვევა შუა ყურით არის გამოწვეული, ბავშვს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა, რაც შეიძლება გულისხმობდეს ანტიბიოტიკების მიღებას (დანიშნულების შემთხვევაში), შუა ყურში სავენტილაციო მილის ჩადგმას; სმენის საშუალო ან მძიმე დარღვევის  დროს, სასმენი აპარატის გამოყენებას. შიდა ყურისა ან სასმენი ნერვის პრობლემებით გამოწვეული სმენითი დარღვევა (სმენის სენსონერვული დაქვეითება), ნაკლები სიხშირით გვხვდება.

სმენითმა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დაუნის სინდრომის მქონე უმცროსი ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შემოწმდეს ბავშვის სმენა და სმენის დაქვეითების შემთხვევაში სასწრაფოდ დაინიშნოს მკურნალობა. ცნობილია, რომ სმენის უმნიშვნელო დაქვეითებამაც კი შესაძლოა შეაფერხოს მეტყველების განვითარება.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია 

მიუხედავად იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობა ახასიათებს, სხვა ბავშვებთან შედარებით, ამ თვალსაზრისით , მათ მაინც გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია შეიძლება გამოწვეული იყოს  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის აწევით (ჰიპერთირეოზი) და ამ ჰორმონის დონის დაწევით (ჰიპოთირეოზი). ჰიპერთირეოზთან შედარებით ჰიპოთირეოზი უფრო გავრცელებულია და დაუნის სინდრომის მქონე პირების დაახლოებით 15% -20% აღენიშნება. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობასთან დაკავშირებულ პროლემებს უფრო ხშირად  დაუნის სინდრომის მქონე უფროსი ასაკის ინდივიდებთან ვხვდებით.

ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. მისი ჰორმონის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. ამიტომ აუცილებელია ხშირად შემოწმდეს ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. თუ დროულად არ მოხდება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დადგენა, ამან შესაძლოა შემდგომში უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობაზე. თუ დაუნის სინდრომის მქონე პირს ჰიპოთირეოზი დაუდგინდა, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მისი მკურნალობა. დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აღდგენით სწავლისა თუ ზოგადი შემეცნების პროცესისათვის საჭირო შესაბამისი პირობებიც შეიქმნება.
დასკვნა 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივად განვითარებულ ადამიანებთან  შედარებით, დაუნის სინდრომის მქონე პირებს უფრო ხშირად ახასიათებთ სამედიცინო ხასიათის პრობლემები, დაუნის სინდრომის მქონე მრავალ ბავშვს ზემოთ აღნიშნული დარღვევები  არ აღენიშნება და კარგი ჯანმრთელობა აქვს. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონეთ ექიმებმა და სტომატოლოგებმა, გარდა გარკვეული დიაგნოსტური ტესტირებისა, რეგულარული ტესტირება ჩაუტარონ. მნიშვნელოვანია სმენის, მხედველობის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება, კისრის მალების რენტგენის გადაღება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ჩატარდეს  სკრინინგი ორგანიზმში თუთიისა და სელენის შემცვლელობის გასარკვევად (ესაა ორი ელემენტი, რომლის ნაკლებობა შეიძლება ჰქონდეთ  დაუნის სინდრომის მქონე ინდივიდებს) და შემოწმდეს ენდომიზიუმის საწინააღმდეგო  ანტისხეულების ტიტრი. ცელიაკიაზე გაზრდილი ტიტრის ჩვენების შემთხვევაში, სკრინინგისას  სხვა ტესტებიც უნდა  იქნეს  გამოყენებული, რათა  ადრეულ  ეტაპზევე  გამოვლინდეს და დადგინდეს არსებული დარღვევები და დროულად დაიწყოს მათი მკურნალობა და მოვლა. თუკი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები,  მათ საკეთილდღეოდ მიიღებენ  ოპტიმალურ  სამედიცინო დახმარებას, მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება  და ისინი შეძლებენ მნიშვნელოვანი  წვლილის  შეტანას  საზოგადოებრივ ცხოვრებაში .

რა არის ინკლუზია?

                                                               ინკლუზია ნიშნავს განათლებას შეუზღუდავ გარემოში
ინკლუზია წარმოადგენს რწმენას, რომ შეზღუდული უნარის მქონე ბავშვები განათლებას თანატოლებთან ერთად უნდა იღებდნენ, იმის მიუხედავად, აკმაყოფილებენ თუ არა კურუკულუმის (სასწავლო პროგრამას) ტრადიციულ სტანდარტს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზია თითოეული მოსწავლის პოტენციალს ააქტიურებს, მათ უფლებებს პასუხობს და ალბათ საუკეთესო არჩევანია.
ინკლუზია არის სწავლების ისეთი ფორმა, როდესაც უნარშეზღუდულ ბავშვს შეუძლია მიიღოს განათლება თანატოლებთან ერთად ჩვეულებრივ სკოლაში. ინკლუზიური სწავლების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ თუ ბავშვს უძნელდება პროგრამის დაძლევა, მაშინ პროგრამა უნდა შეიცვალოს და არა ბავშვი. საერთოდ, ინკლუზიური განათლების მოთხოვნა, სკოლის ზედმიწევნით მაღალი ხარისხია ყველა მიმართულებით და თუ ეს ასე იქნება, რასაკვირველია ეს ზოგადად, დანარჩენი ბავშვებისთვისაც კარგი იქნება და განათლების და განვითარების საუკეთესო პირობების შექმნას უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის.
ინკლუზია პროცესია და ის ადრეულ ასაკში იწყება, მაშინვე როცა ბავშვის განვითარების შეფერხება გამოვლინდება. ბავშვის ადრეული განვითარების დონე ის ფუნდამენტია, რომელზეც იგება პიროვნების სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარ-ჩვევები. ამოტომაც განვითარების შეფერხებით ბავშვის ადრეული ინტეგრაცია უფრო ეფექტურია (მაგალითად სამი წლიდან), რადგან ამ დროს სოციალური ბარიერები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ადრეული ინტეგრაცია დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, ცვლის მის ხასიათს და უზრუნველყოფს სკოლისთვის მის მომზადებას. გამოკვლევების მიხედვით, უნარშეზღუდულ ბავშვთა სწავლება ყველაზე წარმატებულად ინკლუზიურ სკოლებში მიმდინარეობს.
ინტეგრირებული განათლება ნახევრად შეზღუდულ გარემოდ ითვლება და განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ბავშვი ინტეგრირებულად ითვლება თუ ის ინდივიდუალურ პროგრამას გადის, მაგრამ დრო და დრო ესწრება სკოლის გარკვეულ გაკვეთილებს(მაგალითად: ფიზკულტურა, ხატვა, სიმღერა).
ტრადიციული სპეციალური განათლება კი, შეზღუდული უნარების მქონე ბავშვისთვის შეზღუდულ გარემოში განათლების მიღებას ნიშნავს.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.